სასწავლო პროექტი


 Феномен  русской  дуэли...
რუსული დუელის ფენომენი

    
      2. პროექტის მთავარი იდეა:  ა. ს. პუშკინის ბიოგრაფიული ნაწილის შესწავლის შემდგომ,  მოსწავლეებს   ვაძლევ  მითითებებს  მოიძიონ  მასალები  რაში  მდგომარეობს ფენომენი რუსული  დუელისა, მისი    წარმოშობის  ისტორია.  მოიძიონ  ინფორმაცია მასწავლებლის  მითითებით  ინტერნეტ  ქსელში. 
3.     პროექტის აქტუალობა:   ბავშვებს  განუვითარლეთ  კვლევა - ძიების უნარები, მოსწავლე  პოულობს  კონკრეტულ  ინფორმაციას (ძიებითი  ხასიათისა)
მოძიებული  მასალების  საფუძველზე  შექმნიან  პრეზენტაციას.
4. პროექტის მიზანი:  ბავშვებში ჩამოვაყალიბოთ მიღებულ ცოდნაზე  დაყრდნობით გაიაზრონ,  იმ  ეპოქისადმი  დამახასიათებელმა  დუელმა  თუ  რა  დიდი  ზიანი მიაყენა  ევროპის არისტოკრატიას  და მათ  შორის  რუსეთს.
5. მონაწილეთა  ასაკი: 15  წელი. 
6. ვადები /  ხანგრძლიბობა: ერთი  კვირა. 
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: ინფორმაციის მოპოვების შემდგომ   მოსწავლეებმა  შეისწავლეს იმ ეპოქისადმი დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები  და  ტრადიციები. მათში  ჩამოყალიბდა მოსაზრება, დასკვნა, რომ დუელი  არ  არის  გამართლებული  რელიგიური  თვალსაზრისით,  მიუღებელია.          უცხოური  მასალების  მოძიებისას  მათ  განუვითარდათ  კითხვის  ტექნიკა,  ძიების ტექნოლოგიები, გაიმდიდრეს  ლექსიკური  მარაგი. ისწავლეს ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: სასწავლო მასალა, კომპიუტერი, მარკერი, ქაღალდები, ბუკლეტები, სტენდი.   
9. პროექტის  მსვლელობა: 
I.                    აქტივობა: მოსწავლეებს  ვაცნობ პროექტს და  დავყოფ  2  ჯგუფად.
II.                 აქტივობა:  დავალება  ჯგუფებს.

1        ჯგუფი  მოიძიებს   ინფორმაციას  პუშკინისა და  დანტესის  დუელის  შესახებ.
2        ჯგუფი  მოიპოვებს  ინფორმაციას  დუელის  ისტორიის  შესახებ.  რატომ აიკრძალა პუშკინის გარდაცვალების შემდეგ დუელი რუსეთში.

           დავალების  მიცემიდან  მესამე  დღეს  მათ  მიერ  მოპოვებულ  მასალას     
           განვიხილავთ, ვმარათავათ   დისკუსიას, მივდივართ  მიზნისაკენ, ვაძლევ  მითითებებს  შემდგომი  სამუშაო  პროცესის  წარმართვისათვის.  
მოვიძიეთ მასალები ინტერნეტიდან (იხ. ქვემოთ):
  1. პუშკინის უკანასკნელი დუელი;
  2. რუსული დუელის ფენომენი;                                                   
10. საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი: 
       მოსწავლე  ეძებს და  ასახელებს სამუშაოს  შესრულების  ალტერნატიულ გზებს. 
   მოსწავლე  მართავს რესურსებს. მოიძიებს ინფორმაციას  როგორც  სკოლაში, ისე სკოლის  გარეთ  მისაწვდომ  რესურსებში  (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, მასწავლებელი, ინტერნეტი).                 
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო  მალაზონია.
12. ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: ninomalazonia1@gmail.com       

          

    Комментариев нет:

    Отправить комментарий